ნიკოლო

NICOLO — ქართული პრემიუმ კლასის ტყავის აქსესუარების ბრენდია, რომელიც ნატურალური ტყავის ხარისხს თანამედროვე ევროპულ სტილთან აერთიანებს.

ჩვენი კოლექცია მოიცავს ქალისა და მამაკაცის ჩანთებს, ქამრებსა და სხვა ტყავის აქსესუარებს, რომლებიც შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის და აერთიანებს ფუნქციურობას, დახვეწილ დიზაინსა და გამძლეობას.

NICOLO უკვე 8 წელია ბაზარზეა. დღეს ბრენდი წარმოდგენილია საქართველოში და უზბეკეთში, ხოლო ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზეც იყიდება, მათ შორის იტალიაში, ესპანეთში, ჩინეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი — მასალის შერჩევიდან საბოლოო დიზაინამდე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხიანი და პრაქტიკული აქსესუარები, რომლებიც დროს უძლებს და ყოველდღიური სტილის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.